Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
მნიშვნელოვანი განცხადება ჩინეთის მიმართულებით მგზავრობისთვის მწვანე კოდის მისაღებ მოთხოვნებში ცვლილებებთან დაკავშირებით
2022-04-21 15:25

ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების ეფექტური პრევენციის მიზნით, ჩინეთის უახლესი მოთხოვნების თანახმად, საქართველოდან ჩინეთში მოგზაურთა მიერ მწვანე კოდის მიღებასთან დაკავშირებით მოთხოვნები განახლდა და ოფიციალურად ამოქმედდება 2022 წლის 4 აპრილიდან. უწინ გამოქვეყნებულ განცხადებასა და მოცემულ განცხადებას შორის შეუსაბამობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მოცემულ განცხადებას. დანართის სახით იხილეთ საელჩოს მიერ დამტკიცებული ლაბორატორიების განახლებული სია.

4 აპრილიდან, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ ამოქმედდება შემდეგი მოთხოვნები, უკვე ვაქცინირებული მგზავრებისთვის საჭირო იქნება ჩასხდომამდე ორი PCR ტესტისა და ერთი ანტიგენის სწრაფი ტესტის გაკეთება, არავაქცინირებული მგზავრებისთვის კი - ერთი PCR ტესტის, ერთი IgM ტესტისა და ერთი ანტიგენის სწრაფი ტესტის გაკეთება. ანტიგენის სწრაფი ტესტის ინგლისური სახელწოდებაა Rapid Antigen Test.

მოცემული კლასიფიკაციის მიხედვით, მწვანე კოდის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შესაბამისი ტესტების უარყოფითი პასუხების შემთხვევაში. მგზავრმა უნდა ატვირთოს მოცემულ განცხადებაში მითითებული შესაბამისი ტესტების პასუხები იმის მიხედვით, ვაქცინირებულია თუ არა. ანტიგენის სწრაფი ტესტის პასუხიც უნდა აიტვირთის H5-ის მეშვეობით (ოფიციალურ საიტზე). საქართველოდან ჩინეთში ჩასვლამდე მგზავრს მხოლოდ ერთი გადაჯდომის უფლება აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერის რაოდენობა უდრის ორს ან ორზე მეტია, საელჩო მწვანე კოდს ვერ გასცემს. 

მგზავრთა კლასიფიკაცია და შესაბამისი მოთხოვნები

1. მწვანე კოდის მიღების წესი მათთვის, ვინც უკვე ვაქცინირებულია, სრული ვაქცინაციის შემდეგ გასულია 14 დღე და არ ყოფილა ინფიცირებული კოვიდ-19-ით.

1.1 ორი PCR ტესტი

საქართველოდან გამგზავრებამდე (ჩასხდომის დრომდე) 48 საათის განმავლობაში მგზავრმა უნდა გაიკეთოს პირველი RT-PCR ტესტი საელჩოს მიერ დამტკიცებულ ერთ-ერთ ლაბორატორიაში, ჩასხდომამდე 24 საათის განმავლობაში კი უნდა გაიკეთოს მეორე RT-PCR ტესტი საელჩოს მიერ დამტკიცებულ რომელიმე სხვა ლაბორატორიაში. მაგალითად, თუ ჩასხდომის დროა 4 აპრილის დილის 7 საათი, 2 აპრილის 07:00-ის შემდეგ მგზავრმა სასწრაფოდ უნდა გაიკეთოს პირველი PCR ტესტი (სიაში მითითებულ რომელიმე ლაბორატორიაში), 3 აპრილის 07:00-ის შემდეგ კი სიაში მითითებულ რომელიმე სხვა ლაბორატორიაში უნდა გაიკეთოს მეორე PCR ტესტი. 

1.2 ერთი ანტიგენის სწრაფი ტესტი

ორი PCR ტესტის გარდა, ჩასხდომამდე 12 საათის განმავლობაში მგზავრმა ასევე უნდა გაიკეთოს ერთი ანტიგენის სწრაფი ტესტი საელჩოს მიერ დამტკიცებულ ერთ-ერთ ლაბორატორიაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩასხდომის დრო 00:00-დან შუადღის 12:00 საათამდეა, ანტიგენის სწრაფი ტესტის გაკეთება შესაძლებელია წინა დღის 12:00-ის შემდეგ, დანარჩენ შემთხვევაში ტესტის გაკეთება აუცილებელია ფრენის დღეს, ჩასხდომამდე 12 საათის განმავლობაში. მაგალითად, თუ საქართველოდან ფრენის დროა 4 აპრილის დილის 7 საათი, მგზავრს ყველაზე ადრე 3 აპრილის შუადღის 12:00-ის შემდეგ შეუძლია ანტიგენის სწრაფი ტესტის გაკეთება საელჩოს მიერ დამტკიცებულ რომელიმე ლაბორატორიაში. თუ ფრენის დრო არის შუადღის 12:00-ის შემდეგ, მაშინ მგზავრს ყველაზე ადრე ჩასხდომამდე 12 საათით ადრე შეუძლია მოცემული ტესტის გაკეთება.

 2. მწვანე კოდის მიღების წესი მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული და არ ყოფილა ინფიცირებული კოვიდ-19-ით.

2.1 ერთი PCR ტესტი და ერთი IgM ტესტი

საქართველოდან ფრენამდე 24 საათის განმავლობაში მგზავრმა უნდა გაიკეთოს PCR ტესტი, ფრენამდე 48 საათის განმავლობაში კი - IgM ტესტი.

2.2 ერთი ანტიგენის სწრაფი ტესტი

მოქმედებს იგივე წესი, რაც ვაქცინირებული მგზავრებისთვის, იხ. 1.2.

მოცემული ტიპის მგზავრებისთვის, PCR, IgM და ანტიგენის სწრაფი ტესტები (სამივე) შესაძლოა გაკეთდეს საელჩოს სიაში მითითებულ ერთი და იგივე ლაბორატორიაში. გთხოვთ, ლაბორატორიასთან წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია ტესტების პასუხების გაცემის დროსთან დაკავშირებით.

3. კონკრეტული მოთხოვნები

3.1   PCR, IgM და ანტიგენის სწრაფი ტესტები მგზავრმა აუცილებლად საელჩოს მიერ დამტკიცებულ ლაბორატორიაში უნდა გაიკეთოს. გთხოვთ, ლაბორატორია წინასწარ გააფრთხილოთ, რომ გჭირდებათ ინგლისურენოვანი და ბეჭდიანი ტესტების პასუხები. პასუხები აუცილებლად უნდა შეიცავდეს აპლიკანტის პირად ინფორმაციას (სახელი და გვარი, პასპორტის ნომერი, დაბადების თარიღი და ა.შ.).

3.2   PCR ტესტირების დროს მგზავრმა აუცილებლად უნდა აირჩიოს Real Time RT-PCR მეთოდი, ნაცხის აღება კი ცხვირ-ხახიდან. IgM ტესტირების დროს ლაბორატორიაში სისხლი აუცილებლად ვენიდან უნდა აიღონ. ანტიგენის სწრაფი ტესტი აუცილებლად საელჩოს სიაში მითითებულ ერთ-ერთ ლაბორატორიაში უნდა გაკეთდეს (არ შეიძლება აპლიკანტის მიერ თავად გაკეთება) და მგზავრმა უნდა მიიღოს შესაბამისი პასუხი წერილობით. 

4. საქართველოდან ჩინეთში გამგზავრების დროს მწვანე კოდის მისაღებად ასატვირთი საბუთები

4.1 ვაქცინირებული მგზავრებისთვის: საელჩოს მიერ დამტკიცებული ორი სხვადასხვა ლაბორატორიის მიერ გაცემული (ფრენამდე 48 და 24 საათის განმავლობაში გაკეთებული) PCR ტესტის უარყოფითი პასუხები, ფრენამდე 12 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი (კონკრეტული მოთხოვნები იხილეთ 1.2 პუნქტში), ვაქცინაციის დამადასტურებელი COVID 19 ბარათი (სრული ვაქცინაციიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 14 დღე, ბარათში მითითებული უნდა იყოს სახელი და გვარი, ვაქცინის ბრენდი, გაკეთებული დოზების რაოდენობა, ვაქცინაციის თარიღი და ა.შ. კოვიდ ბარათი უნდა იყოს ქართულ ენაზე ან ზემოთ მოცემულ საკვანძო ინფორმაციას მაინც უნდა ჰქონდეს აღნიშვნები ინგლისურ ენაზე). 

არავაქცინირებული მგზავრებისთვის: ფრენამდე 24 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ფრენამდე 48 საათის განმავლობაში გაკეთებული IgM ტესტის უარყოფითი პასუხი, ფრენამდე 12 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი (კონკრეტული მოთხოვნები იხილეთ 1.2 პუნქტში). 

ტესტების პასუხებში ინგლისურ ენაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული აპლიკანტის სახელი და გვარი, პასპორტის ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი და სხვა პირადი ინფორმაცია. 

4.2 თვითმფრინავის ბილეთები მგზავრის სახელის, გვარისა და პასპორტის ნომრის მითითებით (ბილეთები საქართველოდან ტრანსფერის ქვეყნამდე და ასევე ტრანსფერის ქვეყნიდან ჩინეთამდე). 

4.3 პასპორტის მთავარი გვერდის ასლი, პირადობის მოწმობის ასლი და ჩინეთის ვიზის ასლი. 

უცხო ქვეყნის მოქალაქეები (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც) მწვანე კოდზე განაცხადს აკეთებენ მოცემულ საიტზე: https://hrhk.cs.mfa.gov.cn/H5/ , საბუთების ატვირთვამდე საჭიროა რეგისტრაციის გავლა, საიტზე შესავსები იქნება ასევე მგზავრის პირადი ინფორმაციაც. საელჩოს მიერ დამოწმების შემდეგ მგზავრი მიიღებს „HDC“ სიმბოლოს მატარებელ მწვანე QR კოდს. ჩასხდომის დროს მგზავრმა უნდა წარადგინოს აღნიშნული QR კოდი. 

დანართი: საელჩოს მიერ დამტკიცებული ლაბორატორიების სია

დანართი:

საელჩოს მიერ დამტკიცებული ლაბორატორიების სია

(2022 წლის მარტი, განახლებული)

ქვემოთ მოცემულია საელჩოს მიერ დამტკიცებული ლაბორატორიების სია. იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულ ლაბორატორიებში ტესტირებაზე ჩაწერის პროცედურა, სამუშაო საათები და ტესტის ვადები განსხვავებულია, გთხოვთ, წინასწარ დაუკავშირდეთ ლაბორატორიებს და კონსულტაცია გაიაროთ, რათა თავიდან აირიდოთ ტესტის პასუხის დაგვიანება ან შეცდომით სხვა ტესტის გაკეთება. 

ჩასხდომამდე 24 საათის განმავლობაში PCR ტესტირების დროს, აუცილებლად განუმარტეთ ლაბორატორიას, რომ გჭირდებათ დაჩქარებული სერვისი და ტესტის პასუხის რაც შეიძლება სწრაფად მიღება. გარდა ამისა, ლაბორატორიას აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ ტესტებს იკეთებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში მწვანე კოდზე განაცხადისთვის.

1. LTD  Neolab, საიტის მისამართი: www.neolab.ge

2. Synevo Medical Laboratory, საიტის მისამართი: https://synevo.ge/

3. LTD Megalab, საიტის მისამართი: https://www.megalab.ge/

4. LTD  Aversi Clinic, საიტის მისამართი: https://aversiclinic.ge

5. Humanity Lab, საიტის მისამართი:  https://www.facebook.com/humanity.lab.tbilisi/?ref=pages_you_manage (გიორგი სააკაძის დაღმართი 11, ლაბორატორიის აღნიშნულ ფილიალში შესაძლებელია დაჩარებული PCR ტესტის გაკეთება, დილით ტესტირების შემთხვევაში პასუხს მიიღებთ 5-6 საათის შემდეგ).

6. Georgian-German Clinic Medhouse, საიტის მისამართი:  www.facebook.com/MedHouseClinic

ზემოთ მოცემული ლაბორატორიების დიდ ნაწილში შესაძლებელია დაჩქარებული PCR ტესტისა და ანტიგენის სწრაფი ტესტის გაკეთება. აპლიკანტი წინასწარ უნდა დაუკავშირდეს ლაბორატორიებს, კონსულტაცია გაიაროს და ჩაეწეროს შესაბამის ლაბორატორიაში. დარწმუნდით, რომ დროულად მიიღებთ ტესტების პასუხებს და ატვირთავთ მოცემულ საიტზე: https://hrhk.cs.mfa.gov.cn/H5/ 

ანტიგენის სწრაფი ტესტის წერილობითი პასუხიც სავალდებულოა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ პირად ინფორმაციას: აპლიკანტის სახელი და გვარი, პასპორტის ნომერი და ა.შ. ტესტის პასუხში დაფიქსირებული უნდა იყოს ტესტირების ზუსტი დროც. 


განცხადება ნიდერლანდების აეროპორტის ტესტირების ცენტრში ტესტირებაზე ჩაწერის დამადასტურებელი ფორმის წარდგენის აუცილებლობის შესახებ მათთვის, ვინც საქართველოდან ჩინეთში გამგზავრებას ნიდერლანდების გავლით აპირებს და მწვანე კოდზე განაცხადით მიმართავს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს

2022 წლის 11 აპრილს ჩინეთის საელჩომ ნიდერლანდებში მიიღო დისტანციური პრევენციისა და კონტროლის ახალი ზომები. ამავდროულად, ნიდერლანდებში ამსტერდამის აეროპორტის ტესტირების ცენტრმა შეზღუდვა დააწესა ტესტირებაზე ჩაწერის მსურველთა ყოველდღიურ რაოდენობაზე.

ზემოაღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, ტრანსფერის დროს შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის საელჩო საქართველოში აფრთხილებს ყველა მგზავრს, რომელიც საქართველოდან ჩინეთში ნიდერლანდების გავლით მიემგზავრება, რომ ნიდერლანდებში ჩინეთის საელჩოს უახლესი მოთხოვნების მიხედვით (იხ. ნიდერლანდებში ჩინეთის საელჩოს განცხადება: http://nl.china-embassy.org/eng/xwdt/202204/t20220402_10663436.htm) წინასწარ ჩაეწეროს შესაბამის ტესტირებაზე. 

18 აპრილიდან, იმ მგზავრებმა, რომლებიც საქართველოდან ჩინეთში ნიდერლანდების გავლით გაემგზავრებიან, ნიდერლანდების აეროპორტის ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული ჩაწერის დამადასტურებელი ფორმა (მინიჭებული აქვს QR კოდი და ასევე მითითებულია აპლიკანტის სახელი და გვარი, პასპორტის ნომერი და ა.შ.) დანარჩენ საბუთებთან ერთად (კონკრეტული მოთხოვნები იხილეთ საქართველოში ჩინეთის საელჩოს ვებგვერდზე: http://ge.china-embassy.org/xwdt/202203/t20220328_10656508.htm) უნდა ატვირთონ მოცემულ საიტზე: https://hrhk.cs.mfa.gov.cn/H5/. შემოწმების შემდეგ მგზავრი შეძლებს მწვანე კოდის მიღებას. იმ შემთხვევაში თუ მგზავრი არ ატვირთავს ნიდერლანდების აეროპორტის ტესტირების ცენტრში ჩაწერის დამადასტურებელ ფორმას, საქართველოში ჩინეთის საელჩო მასზე მწვანე კოდს ვერ გასცემს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

15.04.2022 



[Suggest to a Friend]
       [Print]