Home   China News   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech
    Home > News
საქართველოში ჩინეთის საელჩოს უახლესი განცხადება ჩინეთის მიმართულებით მგზავრობისთვის მწვანე კოდის მისაღებ მოთხოვნებში ცვლილებებთან დაკავშირებით
2022-11-15 18:55


პანდემიის გავრცელების ეფექტური პრევენციისა და კონტროლის მიზნით, ჩინეთის უახლესი მოთხოვნების თანახმად, აღნიშნული განცხადების გამოქვეყნების დღიდან, ჩინეთის მიმართულებით მგზავრობისთვის მწვანე კოდის მიღებასთან დაკავშირებით მოთხოვნები შეიცვლება შემდეგნაირად:

1. ამიერიდან, მგზავრებმა მხოლოდ ერთი PCR ტესტი უნდა გაიკეთონ ჩინეთის მიმართულებით ფრენამდე 48 საათის განმავლობაში (იგულისხმება ბოლო ტრანზიტის ქვეყნიდან ჩინეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენა და არა საქართველოდან ტრანზიტის ქვეყნამდე ფრენა).

2. იმ მგზავრებს, ვინც საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით მესამე ქვეყნის გავლით მიემგზავრება, შეუძლიათ საკუთარი მარშრუტისა და რეგულაციების მიხედვით გადაწყვიტონ, PCR ტესტს საქართველოში გაიკეთებენ თუ ტრანზიტის ქვეყანაში. ტესტი უნდა გაკეთდეს ჩინეთის მიმართულებით ფრენამდე 48 საათის განმავლობაში და მგზავრებმა მწვანე კოდზე განაცხადი უნდა გააკეთონ იმ ქვეყნის ჩინეთის საელჩოში, სადაც ტესტს გაიკეთებენ. მთავარია, მგზავრები დარწმუნდნენ, რომ ბოლო ტრანზიტის ქვეყნიდან ჩინეთის მიმართულებით პირდაპირ ფრენამდე (ჩასხდომამდე) მწვანე კოდი ისევ ძალაში იყოს.

3. ამიერიდან, დამატებითი მოთხოვნების შესრულება აღარ იქნება საჭირო იმ მგზავრებისთვის, ვისაც გადატანილი აქვს კოვიდ-19, ახლო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, საეჭვო სიმპტომები აქვს ან ვისი ტესტის პასუხიც ადრე გაურკვეველი იყო. ისინიც ჩინეთის მიმართულებით ფრენამდე 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ერთი PCR ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეიტანენ განაცხადს მწვანე კოდზე.

4. კონკრეტული მოთხოვნები მათთვის, ვინც ხანმოკლე სატრანზიტო დროის გამო საქართველოში აპირებს PCR ტესტის გაკეთებას და მწვანე კოდის მიღებას:

1) PCR ტესტირება უნდა გაკეთდეს საქართველოში ლეგალურად რეგისტრირებულ ლაბორატორიაში/კლინიკაში, ტესტირების დროში იგულისხმება ნაცხის აღების დრო.

2) დროულად ატვირთეთ შესაბამისი საბუთები, მათ შორის ჩინეთის მიმართულებით ფრენამდე 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი, პასპორტის მთავარი გვერდის ასლი, თვითმფრინავის ბილეთები მგზავრის სახელის, გვარისა და პასპორტის ნომრის მითითებით (ბილეთები საქართველოდან ტრანზიტის ქვეყნამდე და ასევე ტრანზიტის ქვეყნიდან ჩინეთამდე) და ა.შ.

ჩინეთის მოქალაქეები მწვანე კოდზე განაცხადს აკეთებენ WeChat-ის “防疫健康码国际版”-ის მეშვეობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები (მათ შორის საქართველოს მოქალაქეები) კი - მოცემულ ვებგვერდზე: https://hrhk.cs.mfa.gov.cn/H5/ . გთხოვთ, ყურადღებით შეავსოთ ინფორმაცია და ატვირთოთ ტესტის პასუხი სხვა შესაბამის საბუთებთან ერთად. გადაგზავნის შემდეგ დაელოდეთ განხილვასა და დამტკიცებას.



ჩინეთის საელჩო საქართველოში

13.11.2022






[Suggest to a Friend]
       [Print]