Home   China News   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech
    Home > Consular Service
განმარტება „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმებასთან“ დაკავშირებით
2024-05-27 22:19

გაცნობებთ, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ მიხედვით, ჩინეთის და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საკუთარი ქვეყნების  მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, პეკინის დროით 2024 წლის 28 მაისს 00:00 საათიდან, თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისგან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის ან ტრანზიტით გავლის მიზნით, ამასთან, თითოეულ შესვლაზე ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს, ხოლო ყოფნის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.

ჩინეთ-საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ორდინალურ პასპორტებს და აპირებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე დარჩენას 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, ან მედია საშუალებაში საქმიანობას ან სხვა სახის საქმიანობას, რომელიც საჭიროებს მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოებისგან წინასწარ ნებართვას, ვალდებულნი არიან მეორე მხარის ტერიტორიაზე შესვლამდე შეიტანონ განაცხადი შესაბამისი ვიზის მისაღებად.

საკონსულო განყოფილების საკონსულტაციო მეილის მისამართი: chgeoca@gmail.com

ჩინეთის საელჩო საქართველოში

28.05.2024



[Suggest to a Friend]
       [Print]