Home   China News   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech
    Home > News
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ინფორმაცია ესეების კონკურსზე „მე და ჩემი ჩინური ამბავი“
2024-12-24 18:51

1. კონკურსის თემატიკა და ენა

კონკურსის თემის „მე და ჩემი ჩინური ამბავი“ ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაგვიზიარონ ჩინეთთან დაკავშირებული საკუთარი შთაბეჭდილებები და გამოცდილებები, მათი შედეგები და რჩევები ჩინეთთან სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. სიტყვების რაოდენობა შეზღუდული არ არის. ნამუშევრები მიიღება ქართულ, ჩინურ ან ინგლისურ ენებზე.

2. ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩინური მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სემინარში, აქვთ ჩინეთში სწავლის გამოცდილება, ან ჩართული არიან ჩინეთთან დაკავშირებულ ჟურნალისტურ თუ კვლევით საქმიანობაში.

 

3. ნამუშევრების ჩაბარების ვადები

გთხოვთ ნამუშევრები 2025 წლის 1 თებერვლამდე გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: chembinvitations@gmail.com

 

4. პრიზები

· I ადგილი (ერთი გამარჯვებული) - ჩინური მხარის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობის მიღება საელჩოს რეკომენდაციით;

· II ადგილი (სამი გამარჯვებული) - ჩინური თემატიკის სხვადასხვა საჩუქარი;

· III ადგილი (ექვსი გამარჯვებული) - ჩინური თემატიკის სხვადასხვა საჩუქარი;

· პრიზები მონაწილეობისთვის (ათი ადამიანი).



[Suggest to a Friend]
       [Print]