| განცხადება სავიზო მოსაკრებლის დროებითი შემცირების ვადის გახანგრძლივების შესახებ |
|
|
| 2024-12-27 15:06 |
ჩინეთის საელჩომ საქართველოში, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს შორის მიმოსვლის ხელშეწყობის მიზნით, გადაწყვიტა სავიზო მოსაკრებლის შემცირების ვადა გაახანგრძლივოს 2025 წლის 31 დეკემბრამდე. სავიზო მოსაკრებელი იქნება: ერთჯერადი ვიზა: 45 ლარი ორჯერადი ვიზა: 70 ლარი მრავალჯერადი ვიზა, მოქმედი ექვსი თვის განმავლობაში: 90 ლარი მრავალჯერადი ვიზა, მოქმედი ერთი წლის განმავლობაში: 135 ლარი მრავალჯერადი ვიზა, მოქმედი ორი წლის განმავლობაში: 135 ლარი დაჩქარებული წესით ვიზის გაცემისთვის დაწესებული იქნება დამატებითი მოსაკრებელი. საკონსულო დოკუმენტებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ტელ.: 00995322259000 ელ.ფოსტა: chgeoca@gmail.com ჩინეთის საელჩო საქართველოში 2024 წლის 27 დეკემბერი |