| სიახლე ჩინეთის ვიზაზე ონლაინ განაცხადის ამოქმედების შესახებ |
|
|
| 2025-06-25 21:34 |
გაცნობებთ, რომ 2025 წლის 30 ივნისიდან, ჩინეთის საელჩო საქართველოში ოფიციალურად აამოქმედებს ჩინეთის ვიზაზე ონლაინ განაცხადის მიღებას. აპლიკანტები განაცხადის შეტანას შეძლებენ შემდეგ ვებგვერდზე: "http://consular.mfa.gov.cn/VISA/". ჩინეთის ვიზაზე განაცხადის შეტანისას, აპლიკანტები ონლაინ შეძლებენ სავიზო განაცხადის ფორმის შევსებას და საბუთების ატვირთვას. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს.
ჩინეთის საელჩო საქართველოში 2025 წლის 24 ივნისი |