| საქართველოში ჩინეთის საელჩოს განცხადება საკონსულო განყოფილების სამუშაო საათების ცვლილებასთან დაკავშირებით |
|
|
| 2025-07-25 20:18 |
2025 წლის ივნისიდან, საქართველოში ჩინეთის საელჩომ აამოქმედა “Chinese Consulate” მობილური აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ განაცხადის შესაძლებლობას პასპორტებისა და სამოგზაურო დოკუმენტების მისაღებად; ჩინეთში გამგზავრების მსურველთათვის ასევე ამოქმედდა ვიზაზე ონლაინ განაცხადის სერვისი. აღნიშნული სიახლეები აუმჯობესებს განაცხადის განხილვის პროცესს, ზრდის ეფექტიანობას და უზრუნველყოფს ციფრული მომსახურების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს შესაბამის პროცედურებს საქართველოში მყოფი ჩინეთის მოქალაქეებისა და ჩინეთში გამგზავრების მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ ონლაინ განაცხადის დროს საჭიროა უკვე ატვირთული დოკუმენტაციის წინასწარ გადამოწმება საკონსულო ოფიცრების მიერ, ჩინეთის საელჩო საქართველოში 2025 წლის 1 აგვისტოდან ცვლის საკონსულო განყოფილების სამუშაო საათებს, რათა აპლიკანტებს ჰქონდეთ საკმარისი დრო შესაბამისი საბუთების ასატვირთად და ონლაინ დასტურის მისაღებად. განახლებული სამუშაო საათები (ოფიციალური დასვენების დღეების გარდა): ყოველ სამშაბათსა და ოთხშაბათს, 09:00–12:00 — პასპორტები და სამოგზაურო დოკუმენტები ჩინეთის მოქალაქეებისთვის; ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 09:00–12:00 — სავიზო მომსახურება; ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, 14:30–17:30 — დოკუმენტების გაცემა. რეკომენდებულია, რომ აპლიკანტებმა ონლაინ განაცხადი გადაგზავნონ არაუგვიანეს წინა დღის 16:00 საათამდე, რათა საკონსულო განყოფილების თანამშრომლებმა დროულად შეძლონ დოკუმენტაციის გადამოწმება. დასტურის მიღების შემთხვევაში, ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია არაუგვიანეს 3 საათით ადრე. როგორც წესი, ნებისმიერი მომსახურება საჭიროებს წინასწარ ჩაწერას. გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში, გთხოვთ, საელჩოს დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით ან ტელეფონით და ინდივიდუალურად შეუთანხმდეთ ვიზიტის დროზე. საკონსულო განყოფილების საკონსულტაციო ნომერი: +995 32 225 90 00
ჩინეთის საელჩო საქართველოში |