Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
„მტკიცე წინსვლის ხუთი წელი და ნათელი მომავალი" - გასული 5 წლის შედეგები და სამომავლო გეგმები
2017-12-29 19:52

მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობა ჩატარდა პეკინში. ჩინეთის პრეზიდენტმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა - სი ძინფინგმა გასული 5 წლის სამუშაო ანგარიში წარადგინა, რაც ჩინელი ხალხისა და მთელი მსოფლიოს ყურადღების საგნად იქცა. ჩინეთი მსოფლიო პროგრესის მამოძრავებელი ძალა გახდა.

გასული 5 წელი ჩინეთისთვის მტკიცე წინსვლის პერიოდი იყო. მსოფლიო ეკონომიკის ნელი აღდგენის, ლოკალური კონფლიქტების, ხშირი არეულობის, გლობალურ საკითხებში გაუარესებული საგარეო მდგომარეობის, ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ახალ ფაზაში გადასვლისა და სხვა უამრავი ცვლილების მიუხედავად, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ შეძლო გზა ეჩვენებინა ჩინელი ხალხისთვის, გადაელახა სიძნელეები, გაეგრძელებინა წინსვლა და ახალი ისტორიული შედეგებისთვის მიეღწია.

პირველ რიგში, ჩინეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია რეფორმების ყოველმხრივ გაღრმავების პროცესში. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ჩინეთის მთავრობამ 1500-ზე მეტი ღონისძიება გაატარა, შეიმუშავა ახალი ტიპის ინსტიტუციური მოდელები, მაგალითად „გამონაკლისების სია“, დიდ პროგრესს მიაღწია ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებისა და მმართველობის დეცენტრალიზაციის, საგადასახადო-საფინანსო სისტემის, ეკოკულტურისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების რეფორმირებაში.

მეორე, ჩინეთმა შეინარჩუნა სტაბილური და ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე მშპ-ს საშუალო წლიური ზრდა 7.2% იყო. მშპ-ს მოცულობა 54 ტრილიონი იუანიდან 75 ტრილიონ იუანამდე გაიზარდა და 2017 წლის ბოლოსთვის 80 ტრილიონსაც მიაღწევს. ამ მაჩვენებლებით ჩინეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა. გლობალური ეკონომიკის ზრდაში მისი კონტრიბუცია 30%-ზე მეტია.

მესამე, მუდმივად ხდება ეკონომიკის სტრუქტურული ოპტიმიზაცია. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, მომსახურების ინდუსტრიის დამატებითი ღირებულება თანდათან იზრდებოდა და ამ წლის პირველ ნახევარში მისი წილი მშპ-ს 54.1% და საგადასახადო შემოსავლების 57.6% იყო, რითაც იგი უკვე გახდა ყველაზე შემოსავლიანი ინდუსტრია. ეკონომიკურ ზრდაში მოხმარების წილი 47%-დან 64.6%-მდე გაიზარდა და ეკონომიკური წინსვლის წამყვან ძალად იქცა.

მეოთხე, ხალხის ცხოვრების დონე მუდმივად უმჯობესდება. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ჩინეთში 60 მილიონზე მეტმა კაცმა დააღწია სიღარიბეს თავი. სიღარიბის მაჩვენებელი 10.2%-დან 4%-მდე შემცირდა. ქალაქებში ყოველწლიურად 13 მილიონი დამატებითი სამუშაო ადგილი იქმნება. ქვეყნის მოსახლეობის საშუალო შემოსავლის რეალური ზრდა 7.4% შეადგენს, რაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე მეტია. სოციალური დაცვის სისტემა ძირითადად ჩამოყალიბებულია.

მეხუთე, თვალსაჩინო შედეგები გვაქვს ეკოკულტურის მშენებლობაში. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ენერგომოხმარება ერთეულ მშპ-ზე 17.9%-ით შემცირდა, სათბურის გაზების ემისია 22.5%-ით შემცირდა, შეიქმნა 2750 ბუნებრივი ნაკრძალი, რასაც ქვეყნის სახმელეთო ტერიტორიის 14.9% უკავია. მწვანე განვითარების კონცეფცია პოპულარული მხარდაჭერით სარგებლობს.

მეექვსე, ჩინეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ინოვაციური სახელმწიფოს მშენებლობაში. ბოლო ხუთი წლის მანძილზე, მრავალი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევა გაკეთდა. კოსმოსური სადგური „თიენკუნგი“ წარმატებით გაეშვა, C919 თვითმფრინავის სატესტო გაფრენა წარმატებით განხორციელდა, ბათისკაფი „ძიაოლუნგი“ 7062.68 მ. სიღრმეზე ჩაეშვა წყალში, მას აკვატორიის 99.8%-ის შესწავლა შეუძლია; 500 მ. დიამეტრის მქონე ტელესკოპი - „თიენიენი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის სფერული აპერტურის რადიოტელესკოპია. ონლაინ გაყიდვები თითქმის 30%-ით გაიზარდა. საზოგადოებრივი ველოსიპედი, იგივე „ბაიკშეარინგი“, ელექტრონული გადახდა და ბიზნესის სხვა ინოვაციური მოდელები ძალიან სწრაფად ვითარდება, რისი წვლილიც ქალაქებში დასაქმების ზრდაში 70%-ზე მეტია.

მეშვიდე, ჩინეთის გახსნილობის პოლიტიკა მუდმივად ფართოვდება. 2016 წელს ჩინური საქონლის იმპორტ-ექსპორტის საერთო ღირებულებამ 3.68 ტრილიონი აშშ დოლარი, უცხოური კაპიტალის გამოყენებამ 126 მილიარდი აშშ დოლარი, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 170.1 მილიარდი აშშ დოლარი, საზღვარგარეთ გასული ტურისტების რაოდენობამ 122 მილიონი კაცი, სავალუტო რეზერვმა 3.01 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

1921 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ჩინეთის კომუნისტური პარტია შეიქმნა, მან ოთხმოცდათექვსმეტწლიანი შეუპოვარი ბრძოლის შედეგად, შეძლო ფეხზე წამოეყენებინა ჩინელი ერი და მისი გაძლიერებისთვის დიდი ნახტომი გააკეთა. დღეს ჩინური სპეციფიკის სოციალიზმი განვითრების ახალ ეტაპზეა.

ამ მიზნით ჩკპ მე-19 ყრილობაზე შემუშავდა „ორეტაპიანი“ სამოქმედო გეგმა. პირველი მოიცავს 2020-2035 წწ. პერიოდს, კერძოდ, ზომიერი შეძლების მქონე საზოგადოების ფორმირების შემდეგ კიდევ თხუთმეტწლიანი მუშაობის შედეგად, უნდა განხორციელდეს სოციალიზმის მოდერნიზაცია. მეორე, 2035 წლიდან საუკუნის შუა წლებამდე, სოციალიზმის მოდერნიზაციის საფუძველზე შემდგომი თხუთმეტწლიანი მუშაობის შედეგად, ჩინეთი უნდა გარდაიქმნას მდიდარ, ძლიერ, დემოკრატიულ, ცივილიზებულ და თანამედროვე, სოციალისტურ სახელმწიფოდ.

იმისთვის, რომ განხორციელდეს „ორი ასწლიანი“ მიზანი და „ჩინური ოცნება“ ჩინელი ერის აღორძინების შესახებ, საჭიროა ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, მომავალში განვითარების ახალი კონცეფიების შემუშავების გაგრძელება, სოციალისტური საბაზრო ეკონომიკის სისტემის გაუმჯობესება, ეკონომიკაში „წინადადების ასპექტის რეფორმის“ გაღრმავება, ინოვაციური ქვეყნის მშენებლობის დაჩქარება, სოფლის აღორძინებისა და რეგიონების კოორდინირებული განვითარების სტრატეგიების განხორციელება, ეკოკულტურის სისტემის რეფორმების დაჩქარება, მწვანე განვითარების ხელშეწყობა, ეკოსისტემის დაცვის გაძლიერება.

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, ჩინეთი აგრძელებს რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკას, მშვიდობიანი განვითარების გზაზე სვლასა და „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ფორმირების ხელშეწყობას. პირველ რიგში, ჩინეთი კიდევ უფრო ფართოდ გაუღებს გარე სამყაროს კარებს და გახსნილობის პოლიტიკას ახალ სახეს მისცემს. იგი განახორციელებს ვაჭრობისა და ინვესტიციების ლიბერალიზაციის ხელშემწყობ პოლიტიკას, მნიშვნელოვნად გააფართოვებს ბაზრის ხელმისაწვდომობას, ხელს შეუწყობს მომსახურების სფეროს გახსნილობას, დაიცავს უცხოელი ინვესტორების ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს. მეორე, ჩინეთი ისევ იქნება მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობისა და ურთიერთსარგებლის მედროშე. იგი დაიცავს მშვიდობას მსოფლიოში, ხელს შუწყობს თანაგანვითარების საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს და ურთიერთპატივისცემაზე, სამართლიანობასა და ყველასთვის მომგებიან თანამშრომლობაზე დაფუძნებული საერთაშორისო ურთიერთობების ახალი მოდელის შექმნას. მესამე, მომავალში ჩინეთი გააფართოვებს სხვა ქვეყნებთან საერთო ინტერესების არეალს. კიდევ უფრო შეუწყობს ხელს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ საერთაშორისო თანამშრომლობას; ძალას არ დაიშურებს, რომ მიღწეულ იქნას პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურული კავშირები, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, ფინანსების ბრუნვა და ხალხთაშორისი კავშირები, რათა ჩამოყალიბდეს საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი პლატფორმა და მეტი სტიმული მიეცეს თანაგანვითარებას. ჩინეთი განვითარებად ქვეყნებს, განსაკუთრებით კი ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს გაუზრდის დახმარებას. ჩინეთი მხარს უჭერს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას და ღია მსოფლიო ეკონომიკის მშენებლობას. მეოთხე, ჩინეთი ხელს უწყობს გლობალური მმართველობის სისტემის გაუმჯობესებას. იგი მხარს უჭერს „ერთობლივი მსჯელობის, ერთობლივი მშენებლობისა და ერთობლივი სარგებლის“ გლობალური მმართველობის კონცეფციას; მტკიცედ ითხოვს, რომ ყველა ქვეყანა - დიდი თუ პატარა, ძლიერი თუ სუსტი, მდიდარი თუ ღარიბი, უნდა იყოს ერთმანეთის თანასწორი; მხარს უჭერს გაეროს აქტიურ როლს; ემხრობა, რომ განვითარებად ქვეყნებს უფრო მეტი წარმომადგენლობა და ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ საერთაშორისო საკითხებში.

ჩკპ მე-19 ყრილობის დასკვნაში ნათქვამია: „ჩვენ ვცხოვრობთ იმედებითა და გამოწვევებით აღსავსე სამყაროში. რთული რეალობის გამო ოცნებებზე უარის თქმა არ შეიძლება. შორეული იდეალების გამო, მიზნებზე ხელის აღება დაუშვებელია. ვერცერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს დამოუკიდებლად გაუმკლავდეს მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და არცერთ სახელმწიფოს არ ძალუძს, რომ უკაცრიელ კუნძულზე გამოიკეტოს თავი“. მსოფლიოს ბედი სხვადასხვა ქვეყნის ხალხების ხელშია და კაცობრიობის მომავალიც მათ არჩევანზეა დამოკიდებული. ჩინელი ხალხი მზადაა სხვა ერებთან ერთად ხელი შეუწყოს „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბებას და კაცობრიობისთვის უკეთესი მომავლის შექმნას.



[Suggest to a Friend]
       [Print]