Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
ჩინეთის ელჩი ძი იენჩი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდა
2018-04-18 13:29

2018 წლის 12 აპრილს, ჩინეთის ელჩი ძი იენჩი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს შეხვდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ჩინეთის ელჩი. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დადებითად შეაფასა ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ისტორია და ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა; ჩინეთის ისტორიისა და კულტურის მიმართ გამოხატა პატივისცემა და ჩინელ ხალხს წარმატება უსურვა.

ჩინეთის ელჩმა ძი იენჩიმ განაცხადა, რომ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა უაღრესად პატივსაცემი პიროვნება და რელიგიური ლიდერია, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სტაბილურობასა და სოციალურ განვითარებაში. ჩინეთის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა ნაყოფიერია, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობას ფართო პერსპექტივა აქვს. ჩინური მხარე მზადაა, ქართულ მხარესთან ერთად კიდევ უფრო გააღრმავოს ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა, ხელი შეუწყოს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობას და წვლილი შეიტანოს „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბებაში.

ელჩმა ძი იენჩიმ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.



[Suggest to a Friend]
       [Print]