Home   Ambassador Info   Embassy Info   Foreign Ministry Spokersperson's Remarks   Bilateral Relations   Consular Service   Economy & Trade   Education   Science & Tech   Culture
    Home > News
ჩინეთის ელჩმა ძი იენჩიმ ქართველი სინოლოგებისათვის ფარნების დღესასწაულზე მიღება გამართა
2019-02-21 21:13

      2019 წლის 19 თებერვალს, ფარნების დღესასწაულზე, ჩინეთის ელჩმა ძი იენჩიმ მეუღლესთან ერთად სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ ქართველ სინოლოგებს მიღებაზე უმასპინძლა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი, განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, თამარ სანიკიძე, საქართველოს პარლამენტის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია, საქართველო-ჩინეთის კულტურის ცენტრის „აბრეშუმის გზის“ თავმჯდომარე, ლიუ კუანგვენი, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მარინე ჯიბლაძე, ასევე, მთავრობის, პარლამენტის, განათლების სფეროს, მედიის და სხვა 300-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა ღონისძიებას. ელჩი ძი იენჩი და მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე სიტყვით წარსდგნენ სტუმრების წინაშე და ჩინური ენის საქართველოს სასწავლო სისტემაში შეყვანის შესახებ განაცხადეს. სტუმრებმა ისიამოვნეს ჩინელი და ქართველი შემსრულებლების ნომრებითა და ფოერვერკით.



[Suggest to a Friend]
       [Print]